top of page

ხშირად დასმული კითხვები

  • კითხვა მაქვს, ვის შეიძლება მივმართო?
    სკოლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე: 555 40 20 82 ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: saguramonatureschool@gmail.com

     

  • ფეისბუქის გვერდი გაქვთ?
    ჩვენი ფეისბუქის გვერდია - საბუნებისმეტყველო სკოლა საგურამოში

     

  • როგორ ხდება ბავშვის მიღება?
    ელექტრონული განაცხადის შევსების შემდეგ სკოლის ადმინისტრატორი დაგიკავშირდებათ და გაცნობებთ გასაუბრების დროს.  სკოლაში თქვენ შეგხვდებათ პედაგოგთა ჯგუფი. მიღების შესახებ გადაწყვეტილებას გაცნობებთ 5 დღის ვადაში.​

     

  • თუ არის შესაძლებელი სკოლის დასათვალიერებლად მოსვლა?
    ელექტრონული განაცხადის შევსების შემდეგ, წინასწარ გაცნობებთ ღია კარის დღის თარიღს.

     

  • მიიღებთ ბავშვებს რომელბიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ?
    სკოლას აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემო და მზადაა მიიღოს ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ, თუმცა ნებისმიერი ბავშვის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

     

  • რა ასაკიდან შეიძელბა ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა?
    პირველ კლასში შეიძლება ჩაირიცხონ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 15 ივნისამდე.

     

  • რომელ კლასამდეა თქვენი სკოლა?
    ამჟამად არსებული ავტორიზაცია ვრცელდება დაწყებით საფეხურზე. (I -VI)

     

  • რა საგნებს ასწავლით?
    საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

     

  • თუ არის დაწესებული შეღავათები (მაგ. და-ძმებზე)?
    სწავლის გადასახადზე დედმამიშვილისათვის  დაწესებულია 10%-იანი შეღავათი. სამი ან მეტი დედმამიშვილის სწავლის შემთხვევაში კი -20%-იანი.

  • რა პრინციპით ხდება სწავლება?
    საგურამოს საბუნებისმეტყველო სკოლაში სწავლება ეფუძნება ვალდორფის პედაგოგიკის პრინციპებს და ინტეგრირებულია ისეთ პრაქტიკულ საქმიანობასთან, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ტრადიციული რეწვის სახელოსნოები.

     

  • რამდენია ყოველთვიური გადასახადი?
    ყოველთვიური გადასახადი ტრანსპორტირების გარეშე 660 ლარია (მათ შორის ორჯერადი კვების საფასური 120 ლარი). 

  • უზრუნველყოფს თუ არა სკოლა ბავშვების ტრანსპორტირებას?
    სკოლა სთავაზობს  მოსწავლეთა გადაყვანას თბილისიდან საგურამომდე უსაფრთხოების ღვედებით აღჭურვილი მიკროავტობუსით, რომელსაც მართავს გამოცდილი მძღოლი. გამოსვლა შეკრების ადგილიდან 8:30-ზე, დაბრუნება 17:00-ზე. 

  • რა ღირს სკოლის ტრანსპორტირებით სარგებლობა?

       ტრანსპორტით სარგებლობის ყოველთვიური საფასური შეადგენს 160 ლარს.

  • რას გვეტყვით ბავშვების კვებასთან დაკავშირებით?
    ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით: ერთობლივი სადილი და სამხარი. მრავალფეროვანი მენიუ. სკოლაში ყოველდღიურად ცხვება პური ქართული ბიოლოგიური მარცვლეულით. 

     

  • რომელ საათამდეა სწავლა?
    თბილისში შეკრების ადგილიდან ტრანსპორტი გადის 8:30-ზე. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 9:15 სთ-დან  16:15-მდე. თბილისში შეკრების ადგილზე ბავშვები 17:00-ზე დაბრუნდებიან.

     

  • სად მდებარეობს სკოლა?
    სკოლა მდებარეობს საგურამოში, ცენტრალური .გზიდან 200 მეტრში. (იხილეთ რუკა)​​

ruka.jpg
bottom of page