top of page

სკოლის შესახებ

თანამედროვეობის ძირითადი მახასიათებელია ადამიანის ინდივიდუალობისა და თავისუფლების პატივისცემა.
 

სკოლის ფარგლებში ეს ნიშნავს ბავშვის პიროვნების აღქმას, აღიარებას, მისი გარემოსადმი ბუნებრივი ინტერესის გათვალისწინებას და მხარდაჭერას, მოზარდის განვითარების საკუთარი ტემპისა და ინდივიდუალური ხასიათის მიმღებლობას.
 

სწავლებისა და აღზრდისადმი ამგვარი მიდგომა საჭიროებს შესაბამის ინსტრუმენტებს, მრავალმხრივ და მოქნილ განმავითარებელ გარემოს, რომელშიც საგნობრივი ცოდნის შეძენასთან ერთად მოზარდებში შესაძლებელია შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარება.
 

ასეთ გარემოში ადგილი აქვს ბუნებას, სოფლის მეურნეობას, სამზარეულოს, სხვადასხვა სახის სახელოსნოს, შემოქმედებით ატელიეს და ა.შ. საკლასო ოთახი კი იქცევა იმ საყვარელ და მყუდრო ადგილად, სადაც ხდება აღქმულის ურთიერთგაზიარება, მსჯელობა, პრობლემების გადაწყვეტა.
 

ატარებს რა ცხოვრების ხასიათს, სკოლა შესაძლებელს ხდის ჯანსაღ სოციალურ პროცესს, მრავალმხრივ ჯგუფურ დინამიკას, პოზიტიურ მიბაძვასა და ურთიერთდახმარების პრეცედენტებს, პედაგოგებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან თანასწორ და მეგობრულ ურთიერთობას.

bottom of page