სასკოლო ასაკის აღსაზრდელებთან დამშვიდობების პარალელურად საგურამოს საბუნებისმეტყველო ბაღში მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია 2025-2026 სასწავლო წლისათვის (იხ. ბაღში მიღების განაცხადი). ვიწვევთ 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.
გვჯერა, რომ ბავშვობა თამაშის, შემოქმედებისა და აღმოჩენების დროა. ჩვენი მიდგომა მთლიანად ბავშვის ბუნებრივი განვითარებისადმი პატივისცემას ემყარება.
მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში ბავშვები სწავლობენ მოძრაობის, ზღაპრის ხელგარჯილობისა და ცოცხალი ურთიერთობის მეშვეობით. ჩვენ ბევრს ვთამაშობთ, ვმღერით, ვხატავთ, ვჭრით, ვაწებებთ, ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს, ვუსმენთ ზღაპრებს და, უბრალოდ, საკუთარ თავსა და სამყაროსთან ჰარმონიაში ვცხოვრობთ. ჩვენთან ყოველი დღე ნაცნობი სითბოთი და ზრუნვითაა სავსე, რათა ბავშვმა თავი უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნოს.
ჯგუფში ადგილების რაოდენობა განსაზღვრულია, ამიტომ გვსურს პირადად გაგეცნოთ და გაგესაუბროთ! გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადის ფორმა. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე
Comments